07:40 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-28 19:40:30, 1177 ნახვა

კომენტარი
რატი ბრეგაძე ერთ-ერთ მედიასაშუალებაზე - იმედი გამოვთქვი, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მაინც მოერიდებოდნენ და არ დააბრალებდნენ იმას, რაზეც მათ საერთოდ არ უსაუბრიათ

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა  ელჩებმა შეხვედრაზე სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანა მოითხოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება:

„მედიის მხრიდან იყო საუბარი იმის შესახებ, თითქოსდა ევროკავშირის წარმომადგენლებისგან  იყო დაყენებული მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანის შესახებ. შემდეგ თითქოსდა გაისმა ისეთი ლოზუნგი, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადავიყვანოთ საზღვარგარეთ და მე ამის შესახებ საკმაოდ კორექტული ფორმით ვახსენე, რომ დროის მოკლე მონაკვეთში გავრცელებული 3 ინფორმაცია  იყო სიმართლესთან შეუსაბამო, გამოვხატე პატივისცემა მედიის თავისუფლების მიმართ, თუმცა, აღვნიშნე ისიც, რომ, რა თქმა  უნდა, საზოგადოება უნდა იყოს სწორად ინფორმირებული. მე შეგნებულად არ გამოვიყენე გუშინ სიტყვა „ტყუილი" და ვიმედოვნე, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მაინც მოერიდებოდნენ, კერძოდ, იმას არ დააბრალებდნენ, რაზეც მათ საერთოდ არ უსაუბრიათ".  

რატი ბრეგაძის თქმით,  თავად ელჩებიც განმარტავენ, რომ ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა და ადგილი ჰქონდა დეზინფორმაციას.

„მოგვიანებით, ასევე, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია უკვე თითქმის მტკიცებითი ფორმით, რომ თითქოსდა შეხვედრაზე ელჩებმა მოითხოვეს მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანა, რაც, ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს, და მე დღესაც გავაკეთე ამის შესახებ განცხადება, მათ შორის, ერთ-ერთ არხთან საუბარში და აღვნიშნე, რომ მანამდე აღარ გავაკეთებ მათთან კომენტარს, სანამ არ იტყვიან, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, მინიმუმ. ალბათ, ეს უნდა თქვან, როდესაც  მეორე მხარეც ამბობს, რომ ამ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა და ეს იყო დეზინფორმაცია; ან თუ მათ ეს ინფორმაცია შემთხვევით გაავრცელეს, ამ შემთხვევაში არც ამაზე საუბარია პრობლემა. მთავარი სტანდარტი ჩემთვის ყოველთვის  არის ის, რომ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო; საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული მაქსიმალურად როგორც კონკრეტულად მსჯავრდებულ სააკაშვილის გარშემო, ისე ნებისმიერი სხვა საკითხის გარშემო, რაც წარმოადგენს საზოგადოების ინტერესს. იუსტიციის სამინისტრო არის ერთ-ერთი ყველაზე ღია უწყება და ამაზე მეტყველებს სტატისტიკა", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში საუბრისას.
  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics