|
2023-02-28 09:16:33, 728 ნახვა
პოლიტიკა
პრაისი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე - შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
მსგავსმა კანონმა შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,- ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი „ხალხის ძალის" მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს. პრაისი თქმით, კანონპროექტს საფუძვლად არა ამერიკული, არამედ რუსული და უნგრული კანონმდებლობა უდევს. "ღრმად გვაშფოთებს კანონპროექტის გავლენა საქართველოში სიტყვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის მისი შესაძლო შედეგების გამო. ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება პირდაპირ საქართველოს მთავრობასთან. ინიცირებული კანონპროექტი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს, რომლებიც სურთ შექმნან უკეთესი მომავალი მათი საზოგადოებისთვის. გვჯერა, რომ მსგავსმა კანონმა შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობამ ასე ნათლად გამოხატა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. განცხადებები, რომ ეს კანონმდებლობა ეფუძნება ჩვენს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს“, აშკარად სიცრუეა. კანონპროექტი, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ როგორც ჩანს, საფუძვლად უდევს ანალოგიური რუსული და უნგრული კანონმდებლობა და არა ამერიკული",- განაცხადა პრაისმა. შეგახსენებთ, ანტიდასავლურმა მოძრაობამ „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, კანონპროექტის მეორე ვარიანტის ინიცირების გადაწყვეტილებაც მიიღო. ოპოზიცია ორივე ვარიანტს "რუსულ კანონს" უწოდებს, მმართველი პოლიტიკური გუნდი კი, ანტიდასავლური მოძრაობის კანონპროექტის მხარდამჭერია.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)