|
2023-02-27 22:31:05, 710 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე 2008 წლის ომზე - მაშინდელი გენშტაბის უფროსი აცხადებდა, ვჩქარობდით, რომ რუსეთს არ შემოესწრო საქართველოშიო და მერე ჩვენ დაგვსდევდნენ შეკითხვით - ომი ვინ დაიწყოო
ყველაფერს აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი, რომ ხონჩით მიეცა რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიები. 2007 წლის მაისიდან დაწყებული, სამხრეთ ოსეთი რომ დაარქვა ხელახლა სამაჩაბლოს და ცხინვალის რეგიონს, ადმინისტრაციული ტერიტორია რომ მოუხაზა, იქით კოდორის და ზემო აფხაზეთის თემა და ა.შ. მერე, 2008 წლის ომის შემდეგ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენდა მაშინ სააკაშვილი, თავისი გაგზავნილი ხალხის მეშვეობით, ხელი მოუწერა იმაზე, ომიც ჩვენ დავიწყეთ და სამხედრო დანაშაულიც ჩავიდინეთო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციაში არსებული ამ ჩანაწერის ავტორები, დღეს, „ქართულ ოცნებას“ რუსეთს ადარებენ იმ ფონზე, როდესაც გენშტაბის ყოფილი უფროსი, ზაზა გოგავა თავადვე აცხადებდა, რომ ქართული მხარე ჩქარობდა, რათა რუსეთს არ დაესწრო ცხინვალში შესვლა. მამუკა მდინარაძემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ქართულმა მხარემ, თავადვე მოაწერა ხელი ომის დანაშაულის აღიარებას იმ მოტივით, რომ დოკუმენტში ოკუპაციაც ეწერა. „ომის დანაშაული უღიარა და ხელი მოუწერა, იქ ოკუპაცია ეწერაო, ყველა პირობა შეუქმნა, თითქოს, ტურისტებად შეიძლებოდა ვინმეს მოეხსენებინა რუსი, ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცები. ჩვენ ვხედავდით 7-8 აგვისტოს, ორი დღის განმავლობაში, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაზე საუბარს, მთელ მსოფლიოს აჩვენეს 7-ში ღამე გრადებით დაბომბვა, 8-ში მთელი დღე ყველა მათი ტელევიზიის, ნიუსი იყო, როგორ წავიდნენ წინ, როგორ უტევდნენ. მათი გენშტაბის უფროსის განცხადებები, ფილმი რომ აქვთ გადაღებული, იქ დღემდეა - ჩვენ ვჩქარობდით, რომ რუსეთს არ შემოესწრო საქართველოშიო - და ამის მერე, ჩვენ დაგვდევდნენ დერეფნებში, ომი ვინ დაიწყოო. ამ ხალხთან გვაქვს საუბარი, ამათგან უნდა გაგიკვირდეს პუტინის ფრაზებს ამოჭრიან თუ რას იზამენ? არათანმიმდევრულობის პიკი აქვთ და ღალატის ფორმულაა მთლიანად „ნაცმოძრაობა“, ყველა თავისი დანაყოფით. - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)