|
2023-02-27 16:32:18, 1369 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით, ბათუმში კრაფტ ლუდის სივრცე „9 მთა“ გაიხსნა
„თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით ბათუმში, პირველი კრაფტ ლუდის სივრცე, "9 მთა" გაიხსნა, სადაც ლუდის მოყვარულებს ათობით არომატის ლუდისა და გემრიელი კერძების დაგემოვნება შეეძლებათ. ქართული კრაფტ ლუდი "9 მთა"-ს უნიკალურობა, მის ხელით შექმნაში მდგომარეობს. "9 მთა" სპეციალურად ქართველი მომხმარებლისთვის ნორვეგიაში შეიქმნა. ამ ლუდების რეცეპტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო პირველმა ნორვეგიელმა კრაფტ ლუდის მხარშველმა ჯიკიუნ კჟეტილმა. ბრენდის მიზანია, ქართული ლუდის სამყაროს დახვეწა, გამრავალფეროვნება და საქართველოში კრაფტ ლუდის კულტურის ჩამოყალიბება. ამავდროულად, ადგილზე შესაძლებელია მსოფლიოს წამყვანი ლუდსახარშების: Mikkeller,BrewDog, Omnipollo ნაწარმის დაგემოვნება. წარმოდგენილი კერძების ფილოსოფია კი, ქართულ და მსოფლიო სამზარეულოებში მოგზაურობას ეფუძნება. „მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ერთგულ მომხარებელს კიდევ ერთ, ახალ ლოკაციაზე - ბათუმში ვუმასპინძლებთ. გვინდოდა პროექტი აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებამდე გაგვეხსნა, რაც „თიბისი ლიზინგის“ ხელშეწყობით მარტივად მოვახერხეთ. საქმიანობისთვის საჭირო დანადგარების შესაძენად ლიზინგი ყველაზე მოქნილი მეთოდი აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ, ახლა უკვე მემედ აბაშიძის 42ა-ში ველით ნამდვილი კრაფტ ლუდის მოყვარულ სტუმრებს,“- მარიამ მშვილდაძე, გენერალური მენეჯერი. „თიბისი ლიზინგისთვის“ მცირე ბიზნესის ხელშეწყობა პრიორიტეტულია. HORECA სექტორის განსაკუთრებული მოთხოვნა სამზარეულო დანადგარებსა და ტექნიკაზე ფიქსირდება, რასაც ძალიან მოკლე დროში, მარტივი დაფინანსებით ვპასუხობთ და ვუთავისუფლებთ კაფე-ბარებსა თუ რესტორნებს საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო რესურსს. „9 მთა“ უკვე წლებია, რაც მომხმარებლის სიყვარულით სარგებლობს და მიგვაჩნია, რომ ბათუმის ფილიალის გახსნით ის კიდევ უფრო მეტ ერთგულ სტუმარს შეიძენს,“ - ზურაბ გუგუშვილი, „თიბისი ლიზინგის“ კომერციული დირექტორი.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)