|
2023-02-27 15:29:17, 659 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ამერიკულ კანონს აქვს რუსული მიზნები, ამას ლაპარაკობთ უკვე რამდენიმე დღეა
„თქვენი ტელევიზიები სამი დღეა აშუქებენ ახალ დარეგისტრირებულ ამერიკული კანონის ზუსტ თარგმანს და ამბობთ, რომ ეს არის რუსული, აი რას კადრებთ თქვენს მაყურებელს და თქვენს ამომრჩეველს. და ვიღაცებმა რა გამართლება მოუძებნეს ამ სიგიჟეს იცით? მაგალითად, „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა თქვეს, რომ რა მნიშვნელობა აქვს ამერიკული იქნება თუ არა, მიზანი ხომ რუსული აქვსო. ანუ, ამერიკულ კანონს აქვს რუსული მიზნები, ამას ლაპარაკობთ უკვე რამდენიმე დღეა",- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მდინარაძე „ხალხის ძალის“ მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის ირგვლივ გაჟღერებულ სხვადასხვა ინტერპრეტაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აჟღერებენ, ამერიკულ კანონს რუსული მიზნები აქვს. მისივე თქმით, "მაყურებელს და ამომრჩეველს არ უნდა კადრო ისეთი რამ, რაც შენს მათდამი წარმოდგენაზე მეტყველებს". „ერთი მთავარი ამბავია, რომ მაყურებელს და შენ ამომრჩეველს არ უნდა კადრო ისეთი რამ, რაც შენს მათდამი წარმოდგენაზე მეტყველებს. თქვენ გგონიათ რომ „ნაცმოძრაობის“ ყველა ამომრჩეველი და თქვენი ყველა რეგულარული მაყურებელი იმდენად გაურკვეველია ყველაფერში, რომ ამერიკული კანონის თარგმანს უწოდებთ რუსულს და ასე შეასაღებთ. ასეთი დაბალი წარმოდგენა გაქვთ თქვენივე მაყურებელზე და თქვენივე ამომრჩეველზე იმიტომ, რომ პირდაპირ თარგმანზე ამბობთ, რომ არის რუსული და ხვალ ყველანი გაიმეორებენ, რომ ეს არის რუსული. ეს წარმოდგენა გაქვთ და არ გაგივათ თქვენივე ამომრჩეველშიც კი", - განაცხადა მდინარაძემ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)