|
2023-02-27 15:17:05, 697 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე სააკაშვილზე - პოლიტიკური „ლუზერი“ გახდა, თაღლითობით ისე „გაიბანძა“ თავი, რომ აღარაფერი შეუძლია
მიხეილ სააკაშვილი იმდენად პოლიტიკური „ლუზერი“ გახდა, თავისი ტირილით, თაღლითობით, რაღაცების მოგონებით თავი ისე „გაიბანძა“, რომ არაფრის თავი აღარ აქვს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ის, რომ ექსპრეზიდენტი თაღლითობს, ყველამ იცის. „ამ ქვეყანაში, რეალურად, ადამიანი აღარ დარჩა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილზე სიმართლე არ იცის. სააკაშვილი უბრალოდ თაღლითობს. არ ჭამს საჭმელს, არ იღებს მედიკამენტებს და გადასხმებს, რომლებიც გაუუმჯობესებს სიტუაციას იმგვარად, რომ მერე თაღლითობა ვეღარ შეძლოს... ეს ადამიანი თან თაღლითობს და თან ვიღაცები, მსოფლიოს მასშტაბით, პიარკამპანიას ულაგებენ, რათა ჯერ ქვეყანა დააზიანონ და საბოლოო შედეგი ომში ჩართვა იყოს. ოღონდ რუსული ხელისუფლება როდის გეყოლებოდათ, იცით? რასაც მოგვიწოდებენ ვიღაც-ვიღაცები, მათ მოწოდებაზე რომ წავყვეთ, მაგ შემთხვევაში, მაქსიმუმ ორი-სამი კვირის განმავლობაში, თბილისში რუსული ტანკები იდგებიან და გეყოლებათ რუსული ხელისუფლება. მერე მიხვდებით, რუსული ვინ არის... მიხეილ სააკაშვილი იმდენად პოლიტიკური „ლუზერი“ გახდა, თავისი ტირილით, თაღლითობით, რაღაცების მოგონებით თავი ისე „გაიბანძა“, რომ არაფრის თავი აღარ აქვს, არაფერი მას არ შეუძლია“, - უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)