23:37 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-27 14:48:27, 882 ნახვა

სამართალი
ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტებზე, სასამართლომ ერთი პირი დამნაშავედ ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

გენერალური პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერებებს და ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას - 7,2159 გრამ კოკაინს (მარილი), რომელიც სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს. 

"სამართალდამცავებმა ბრალდებული 2022 წლის 31 მაისს ქალაქ ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე  მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა), 260-ე მუხლის  პირველი ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბრალდებულს ასევე წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ფულის გათეთრება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - აღნიშნულია გენპროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics