|
2023-02-27 11:29:57, 741 ნახვა
პოლიტიკა
„საქართველოსთვის“ - „ოცნება“ ე.წ აგენტების კანონს აინიცირებს, რათა არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი და არჩევნები გააყალბონ
„ოცნება" ე.წ აგენტების შესახებ კანონს აინიცირებს ერთადერთი მიზნით, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, გააყალბონ არჩევნები და შეინარჩუნონ ძალაუფლება,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში, ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება EU-ს 12 პუნქტიდან ორს და ველს უსუფთავებს ხელისუფლებას, რომ არჩევნები რეალური და სამართლიანი სადამკვირვებლო მისიის გარეშე ჩაატარონ. „ოცნება" ე.წ აგენტების შესახებ კანონს აინიცირებს ერთადერთი მიზნით, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, გააყალბონ არჩევნები და შეინარჩუნონ ძალაუფლება. კანდიდატის სტატუსის მიღების გადამწყვეტ ფაზაში, როცა მისი მიღების კარგი შესაძლებლობა არსებობს, კანონის ირგვლივ დისკუსიის გახსნაც კი ხელისუფლების მხრიდან არის ქვეყნის ინტერესების ღალატი. მოვუწოდებთ ოცნებას შეწყვიტონ დისკუსია და კონსტიტუციის დარღვევა. ე.წ აგენტების კანონის ინიცირება მაშინ, როცა ევროკომისიამ კანონმდებლობა დადებითად შეგვიფასა და საზოგადოება ყველაფერს აკეთებს სტატუსის მისაღებად არის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი. მსგავს კანონზე ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანოებმა უკვე არაერთხელ თქვეს, რომ ეწინააღმდეგება EU-ს პრინციპებს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას დაარქმევს „ოცნება“ ამ კანონს და რამდენ ვერსიას დააინიცირებს. სინამდვილეში კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება EU-ს 12 პუნქტის მეშვიდე და მეათე პუნქტებს, ველს უსუფთავებს ხელისუფლებას, რომ არჩევნები რეალური და სამართლიანი სადამკვირვებლო მისიის გარეშე ჩაატარონ, აგენტის იარლიყს აკრავს ყველას, ვისი საქმიანობაც „ოცნების“ უკანონო ძალაუფლებისთვის საფრთხის შემცველია. კანონზე დისკუსიის გახსნის მიზანია, ყურადღების გადატანა 12 პუნქტიდან, რომელიც ჯერ კიდევ შეუსრულებელია. კანონპროექტის ინიციატორს და ხმის მიმცემ თითოეულ დეპუტატს კი შევახსენებთ, იმ მძიმე და გარდაუვალ პასუხსისმგებლობას, რაც ქვეყნის ინტერესების ღალატს მოსდევს, პასუხისმგებლობას, რომელიც იქნება პერსონალიზირებული ვერც დამკვეთი და ვერც შემსრულებელი ვერ გაექცევა",- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. შეგახსენებთ, ანტიდასავლურმა მოძრაობამ „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, კანონპროექტის მეორე ვარიანტის ინიცირების გადაწყვეტილებაც მიიღო. ოპოზიცია ორივე ვარიანტს "რუსულ კანონს" უწოდებს, მმართველი პოლიტიკური გუნდი კი, ანტიდასავლური მოძრაობის კანონპროექტის მხარდამჭერია.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)