19:48 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-27 10:01:36, 730 ნახვა

პოლიტიკა
„ხალხის ძალა“ - რაც უფრო გაგრძელდება სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია, მით მეტ აქტუალობას შეიძენს კითხვა - რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია, მით უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს შეკითხვა - რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში? - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალა" ავრცელებს.

როგორც "ხალხის ძალაში" ამბობენ, ამერიკელებს სააკაშვილის "გარეთ გაშვება ან ახალი ომის დასაწყებად შეიძლება უნდოდეთ" ან ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მიზანი "2008 წლის ომის დანაშაულზე ხელის დაფარებაა".

„სააკაშვილის განთავისუფლების პოლიტიკური კამპანია მის უცხოელ პატრონებს ფართოდ აქვთ გაშლილი. ევროპარლამენტს მიაღებინეს სამი რეზოლუცია ამ მოთხოვნით, კამპანიაში ჩართეს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებები, საელჩოები, საერთაშორისო მედია. ვერავინ ამბობს, რომ სააკაშვილს უმძიმესი დანაშაულები არ აქვს ჩადენილი, მაგრამ ე.წ. ჰუმანიტარული მოტივით მის გასათავისუფლებლად ძალისხმევას არ იშურებენ. „ქართული ოცნებისგან“ ისიც ვიცით, რომ ამ მოთხოვნით სააკაშვილის პატრონები სახელისუფლო კაბინეტებსაც ხშირად სტუმრობენ.

სააკაშვილზე ამდენი ზრუნვა სერიოზულ კითხვებს აჩენს და ამ კითხვებს, ლოგიკურად, ძველი ან ახალი ომის თემამდე მივყავართ.

ერთი ვერსიით, ამერიკელებს სააკაშვილის გარეთ გაშვება ახალი ომის დასაწყებად შეიძლება უნდოდეთ. თუმცა, ფაქტია, რომ სააკაშვილი იმიჯურად დღეს კიდევ უფრო მეტად არის დაზიანებული, ვიდრე, თუნდაც, ციხეში შესვლამდე იყო. აქედან გამომდინარე, არ გვგონია, ამერიკელები იმ დონეზე ვერ გრძნობდნენ სიტუაციას, რომ სააკაშვილის ლიდერობით ხელისუფლების გადატრიალების და ქვეყნის ომში ჩართვის იმედი ჰქონდეთ.

აქედან გამომდინარე, უფრო ლოგიკურია მეორე ვერსია, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის განთავისუფლების მიზანი 2008 წლის ომის დანაშაულზე ხელის დაფარებაა. როგორც ჩანს, სააკაშვილის პატრონებს ან შანტაჟის ეშინიათ ან ისინი აგვისტოს ომის გამო სააკაშვილისგან სერიოზულად არიან დავალებული. სხვაგვარად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ რატომ ცდილობენ ისინი ასეთი გამალებით სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნას.

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია, მით უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს შეკითხვა - რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში?“ - ნათქვამია ანტიდასავლური მოძრაობის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics