2023-02-26 14:45:03, 1336 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში მიგრანტების ნავის ჩაძირვას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
იტალიაში მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
იტალიის მეხანძრე-მაშველების ეროვნული დეპარტამენტი იტყობინება, რომ მაშველებმა 40 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.
ნავი, რომელსაც 100-ზე მეტი მიგრანტი გადაჰყავდა, ქვეყნის სამხრეთით მდებარე კალაბრიის რეგიონში, უამინდობის გამო, კლდეს შეეჯახა.
საინფორმაციო სააგენტო Adnkronos-ის ცნობით, ნავს მიგრანტები ირანიდან, ავღანეთიდან და პაკისტანიდან გადაჰყავდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,