20:48 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-25 12:46:13, 711 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე პაპუაშვილზე - მოწვევა იყო ოფიციალური, თუ ბევრს იკიკინებს ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, წერილის ასლსაც გამოვუქვეყნებ

მოწვევა იყო ოფიციალური, თუ ბევრს იკიკინებს ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, წერილის ასლსაც გამოვუქვეყნებ,- ამის შესახებ  "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით, ვაშაძე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, მმართველი პარტია უკრაინაში იმიტომ არ წავიდა, რომ ოფიციალური მოწვევა არ მიუღიათ.

"მოწვევა იყო ოფიციალური. თუ ბევრს იკიკინებს ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, ზუსტად ამ ტერმინით მოვიხსენიებ მას, წერილის ასლსაც გამოვუქვეყნებ. იცით, რომ ჩემგან იყო ეს ინფორმაცია. ამიტომ დაანებონ თავი ამ სისულელეს, რომ წერილი არ იყო და ტელეფონით დაგვირეკესო, ეს არის ზღაპარი",- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო დელეგაციამ, უკრაინის რადას ოფიციალურ მიწვევაზე, რომ ომის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინას სწვეოდა, უარი განაცხადა. აღსანიშნავია, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდიდან აღნიშნულ საკითხზე განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ფაქტი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გაასაჯაროვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics