|
2023-02-24 21:14:54, 784 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - ის, რასაც ვუყურებთ უკრაინაში, სასწაულია - შესაძლოა, უკვე მეორედ იმპერიის რღვევას მოვესწრო
ის, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ არის რეალური სასწაული - ვუყურებთ, რას აკეთებენ უკრაინელები და როგორ გააჩერეს ეს ბოროტების იმპერია და ძალიან მაღალი ალბათობით, მე, შეიძლება, ჩემს ცხოვრებაში უკვე მეორედ მოვესწრო ამ იმპერიის რღვევას, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე უკრაინის სოლიდარობის აქციაზე განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთ-უკრაინის ომმა ცხადყო, "სად არის მორალი და სად ამორალურობა, სად არის თეთრი და სად - შავი". "24 თებერვალი არის დღე, როდესაც ჩვენ თვალწინ სამყარო გაიყო ორად. ამ დღეს მთელ ცივილიზებულ სამყაროს სჯეროდა, რომ უკრაინა დაეცემოდა. სჯეროდათ, რომ კიევი სამ დღეში დაეცემოდა და კიევი თუ დაეცემოდა, გასაგებია, რა დაემართებოდა ჩვენს ქვეყანასაც - ძალიან მაღალი ალბათობით, დაკვარგავდით ყველაზე ძვირფასს რაც გვაქვს - დამოუკიდებლობას, რომლსაც თაობებმა შესწირეს სიცოცხლე და უამრავი სისხლი გვაქვს ამისთვის დაღვრილი. შემდეგ მოხდა სასწაული - ის, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ, არის რეალური სასწაული - "ლაივში" ვუყურებთ, რას აკეთებენ უკრაინელები და როგორ გააჩერეს ეს ბოროტების იმპერია და ძალიან მაღალი ალბათობით, მე, შეიძლება, ჩემს ცხოვრებაში უკვე მეორედ მოვესწრო ამ იმპერიის რღვევას. ამას აკეთებენ უკრაინელები ჩვენს თვალწინ. ცხადი ხაზი გაივლო, სად არის მორალი, სად არის ამორალურობა; სად არის თეთრი, სად არის შავი. ის, რომ დღეს თქვენ აქ ხართ, ეს არის დასტური იმის, რომ თქვენ არ გჭირდებათ ამის ახსნა. ამის გამო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ... ხალხი რომ გარბის ამ ქვეყნიდან, იმის გამო კი არ გარბის, რომ რაღაც უჭირს, იმის გამო გარბიან, რომ ამ ქვეყანაში იმედი დაკარგეს, რომ ჩვენ შევძლებთ ნორმალური ქვეყნის აშენებას, მაგრამ თქვენ რომ აქ დგახართ, ეს არის ამის უარყოფა. ყველაფერი შეგვიძლია, ამ ბრძოლასაც მოვიგებთ, ამათაც მოვიშორებთ და ნორმალურ ქვეყანასაც ავაშენებთ", - მიმართა ზურაბ ჯაფარიძე აქციის მონაწილეებს. ცნობისთვის, „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“ - საქართველოს პარლამენტთან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი არიან საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. აქციას მეტროსადგურ "რუსთაველიდან" მსვლელობით შეუერთდნენ თბილისში მცხოვრები უკრაინელები. რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია მოძრაობა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)