|
2023-02-24 20:52:42, 752 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - უკრაინაში გამარჯვების გარანტია არავის ჰქონია, მაგრამ ჰქონდათ რწმენა, ამ რწმენით უნდა ვიხსნათ ჩვენც ჩვენი ქვეყანა
კიევი და უკრაინა არის ადგილი, სადაც გამარჯვების გარანტია არავის ჰქონია, მაგრამ ყველას ჰქონდა რწმენა, მოქმედების რწმენა, გამარჯვების რწმენა და სწორედ ამ რწმენით უნდა ვიხსნათ ჩვენც ჩვენი ქვეყანა, - ასე მიმართა "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე უკრაინის სოლიდარობის აქციაზე შეკრებილებს კიევიდან. ხოშტარიას თქმით, ემოციური განცხადებების ნაცვლად, კონკრეტული ხედვის აუცილებლობის დრო დგება. "განსაკუთრებული პატივი მინდა გამოვხატო ჩვენი გმირების მიმართ, ვინც ჩვენი მშვიდობისა და თავისუფლებისთვის თავს სწირავს, თავს სწირავს იმპერიასთან ბრძოლაში. დღეს ჩვენს ერთობას მთელი მსოფლიო ხედავს - ერთობას განსხვავებული აზრების, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების, მაგრამ ერთობას იდეის გარშემო. იდეის - ეს არის თავისუფალი, ღირსეული და ევროპული ქვეყნის იდეა. მოგმართავთ კიევიდან, ადგილიდან სადაც ღირსება არ არის სიტყვა, არამედ არის ყოველდღიური არჩევანი; ადგილიდან, სადაც მარცხდება იმპერია; ადგილიდან, სადაც ძალიან მალე იქნება გამარჯვება; ადგილიდან, სადაც შენდება ჩვენი მომავალი მათ შორის. დღეს თქვენ შეკრებით ამ საქმეში ჩვენი აგური დადეთ. კიევი და უკრაინა არის ადგილი, სადაც გამარჯვების გარანტია არავის ჰქონია, მაგრამ ყველას ჰქონდა რწმენა, მოქმედების რწმენა, გამარჯვების რწმენა და სწორედ ამ რწმენით უნდა ვიხსნათ ჩვენც ჩვენი ქვეყანა. რწმენა, რომელიც ყველაზე მძიმე მომენტში გეუბნება - არ დაიღალო, არ დანებდე და გაიმარჯვებ. ჩვენი ბრძოლა არის ბრძოლა ტყუილთან, ძალადობასთან, უღირსობასთან, სირცხვილთან, თავს მოხვეულ უიმედობასთან და ამ ბრძოლაში ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. გარდა რწმენისა, ბრძოლაში ჩვენ გვჭირდება გონიერება. მე კარგად მესმის, რომ გამარჯვება არ მოდის მხოლოდ მიტინგზე შეძახილებით. დღეს აღარ არის უბრალოდ ემოციური განცხადებების დრო. დღეს არის კონკრეტული ხედვის აუცილებლობა და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ ჩვენს თავზე ვიღებთ. საქართველო გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს. დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!" - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. ცნობისთვის, „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“ - საქართველოს პარლამენტთან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი არიან საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. აქციას მეტროსადგურ "რუსთაველიდან" მსვლელობით შეუერთდნენ თბილისში მცხოვრები უკრაინელები. რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია მოძრაობა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)