|
2023-02-24 18:20:39, 737 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - საქართველოს ხელისუფლება დიქტატორ ბიძინა ივანიშვილს მიჰყვება ისტორიულ საფლავში, ისევე, როგორც რუსეთი მიჰყვება პუტინს
როცა მთელი ცივილიზებული დასავლეთი გმირ უკრაინელ ხალხთან ერთად ზეიმობს ბოროტების დამარცხებას, საქართველო არ არის იქ, სადაც სიკეთეა და დგას იქ, სადაც ბოროტია, მარცხია და უპერსპექტივობა, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება დიქტატორ ბიძინა ივანიშვილს მიჰყვება ისტორიულ საფლავში, ისევე, როგორც რუსეთი მიჰყვება დიქტატორ პუტინს და ამის შეჩერება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. მან დასძინა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, იმისთვის, რომ არ შერცხვეს საქართველო, ვინაიდან ამას არ იმსახურებენ წინაპრები და არ იმსახურებს მომავალი თაობა, აქედან გამომდინარე ყველამ ერთობლივი ძალებით თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს ახლა და არ გადადოს სამომავლოდ, ბრიუსელისთვის და ვაშინგტონისთვის, ბრძოლა დღეს და ახლავე უნდა დაიწყოს. "როცა მთელი ცივილიზებული დასავლეთი გმირ უკრაინელ ხალხთან ერთად ზეიმობს ბოროტების დამარცხებას, როცა დღეს ყველა, ვინც ისტორიის ნათელ მხარეს დგას ერთადაა და იქ არის, სადაც დღეს თავისუფლება ცხოვრობს და მეფობს, კიევში, ამ დროს ჩვენი სამშობლო ბოროტების ზენიტშია ჩაფლული! დღეს საქართველო არ არის იქ, სადაც სიკეთეა და დგას იქ, სადაც ბოროტია, მარცხია და უპერსპექტივობა. აღმოჩნდა, რომ არც საქართველოს პრეზიდენტი და არც მთავრობა ოფიციალურად არ მოუწვევიათ სიკეთის და გამარჯვების ამ საყოველთაო ზეიმზე. რომ უკვე მთელი დასავლეთია შეთანხმებული, რომ ჩვენი ადგილი იქ აღარაა, აღმოჩნდა, რომ საქართველოს დასასრული უკვე აქ არის, ერთი ხელის გაწვდენაზე! დღეს ასევე გავრცელდა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერა უკრაინას, რომელიც გმობს დიქტატორ პუტინს, და, ასევე, ერთი შეხედვით, უკრაინის გამარჯვებასთან კავშირში არმყოფ საკითხზე ამახვილებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ პუტინის ყველა მიმდევარი დიქტატორი (სწორედ ამ სიტყვას იყენებს საელჩო) იმავე შეცდომებს იმეორებს და იგივე ბედი ელის - საერთაშორისო იზოლაცია და მარცხი. არა მგონია, საქართველოში არსებული კონტაქტის გათვალისწინებით, ცხადი არ იყოს, თუ ვინ და რა იგულისხმება ამ ტექსტში - ივანიშვილი. თავისუფალი სამყაროს ლიდერის, აშშ-ს მიერ იზოლაციონისტ დიქტორადაა გამოცხადებული და მისი ბედიც პუტინის ბედის თანაზიარად იზოლაციონიზმზე ილაპარაკა სალომე ზურაბიშვილმაც. როგორც უკვე სრულიად ცხადია, ივანიშვილის ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. მაგრამ ეს ახლა მეათეხარისხოვანია. ახლა, საქმე იმაშია, ისევე მიყვება ჩვენი სამშობლო მის შეშლილ მცირე დიქტატორს ისტორიულ საფლავში, როგორც რუსეთი თავის შეშლილ უდიდეს დიქტატორს, თუ ჩვენ მას ერთიანი ძალებით არ გადავარჩენთ! დიახ, საქმე ახლა მხოლოდ ამაშია! დიახ, ეს მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია! ქართულ მდინარეს წყალი აღარ ჩააქვს სიკეთის ოკეანეში, ის დღეს აყროლებულ რუსულ ჭაობს კვებავს და ასაზრდოებს! ამას ჩვენი სამშობლო არ იმსახურებს! ამას ჩვენი დიდი წინაპრები არ იმსახურებენ! ამას ჩვენი მომავალი თაობები არ იმსახურებენ! ჩვენ კი, თუ სამშობლოს გადასარჩენად არაფერს ვიზამთ, ვიმსახურებთ ყველაფერს, რაც ჩვენთვის რუსეთს ემეტება და, დიახ, ვთქვათ სიმართლე - დასავლური ოჯახის წევრობას არ ვიმსახურებთ! დასავლეთს ვერ მოვატყუებთ! ისტორიას ვერ მოვატყუებთ! დროს ვერც შევაჩერებთ და ვერც უკან დავაბრუნებთ! და ნურც ვეცდებით! ჩვენ შეგვიძლია ერთადერთი - ვიმოქმედოთ არა ხვალ და არა ბრიუსელში თუ ვაშინგტონში! ვიმოქმედოთ აქ და ახლა! კიდევ ერთხელ ჩემი დიდი სიყვარული და პატივისცემა გმირ უკრაინელ ხალხს და მათთან ერთად მებრძოლ ქართველ კაცებს და ქალებს! ნიკა 212-ე საკნიდან", - ნათქვამია გვარამიას წერილში.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)