|
2023-02-24 15:24:45, 990 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - საქართველოში კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ცდილობს აშშ-სა და EU-სთან პარტნიორობას ძირი გამოუთხაროს
ნათელია, რომ ბოლო 6-8 თვის განმავლობაში საქართველოში კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ცდილობს საქართველოს პარტნიორობას დასავლეთთან, აშშ-თან და ევროკავშირთან ძირი გამოუთხაროს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა და საქართველოსთვის არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ რუსეთზე იყოს ეკონომიკურად დამოკიდებული. "ნათელია, რომ ბოლო 6-8 თვის განმავლობაში საქართველოში კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ცდილობს საქართველოსა და დასავლეთს შორის, საქართველოსა და აშშ-ის შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას გამოუთხაროს ძირი. ეს ქართველი ხალხის ნათელ არჩევანს ეწინააღმდეგება, რომლებმაც ძალიან ნათლად და არაერთგზის აირჩიეს ევროპისკენ წასულიყვნენ. ხალხს ევროპული მომავალი უნდა, ხალხს ძლიერი დემოკრატია უნდა, ხალხს წარმატებული და დივერსიფიცირებული ეკონომიკა უნდა, რომელიც რუსეთზე არ არის დამოკიდებული და წინა წლების განმავლობაში საქართველომ რეალურ პროგრესს მიაღწია რუსეთისგან დაშორების მხრივ. ეს იმპულსი უნდა გაგრძელდეს. საქართველოსთვის არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ რუსეთზე იყოს დამოკიდებული ვაჭრობაში, უსაფრთხოებაში, ნებისმიერ რამეში. საქართველოს კარგი მეგობრები ჰყავს. ყველას გვჭირდება კარგი მეგობრები და, ვფიქრობ, ისინი, ვინც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ საქართველოს ძლიერ მეგობრობას აშშ-თან, ევროკავშირთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან, მათ ქართველი ხალხისგან უნდა გაიგონონ, რომ ეს მისაღები არ არის“, - განაცხადა დეგნანმა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)