21:44 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 15:20:27, 790 ნახვა

პოლიტიკა
მარნეულში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

მარნეულში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. "თავისუფლება მიშას" - ამ სახელწოდების აქციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, აქტივისტები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა იყო.

"ყველამ იცის, რომ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის; რომ პრეზიდენტი სააკაშვილის პატიმრობა და ამ მდგომარეობაში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ. ევროკავშირში არშესვლა ნიშნავს, რომ რუსეთის გუბერნია გავხდებით. რუსეთის გუბერნიად გახდომა ნიშნავს, რომ მონობაში უნდა ვიცხოვროთ და ეს არ უნდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. მოსახლეობის 80%-ს უნდა ევროკავშირში", - განაცხადა აქციაზე მყოფმა ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

შეგახსენებთ, რომ აქციების ქრონოლოგია, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით უკვე გაიმართა, ასეთია: მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები 21 თებერვალს თბილისის მერიასთან, 20 თებერვალს სახელმწიფო კანცელარიასთან, 13 თებერვალს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, 11 თებერვალს შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, 10 თებერვალს, ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოსა და ასპინძაში, 9 თებერვალს კი,  ხელვაჩაურში, ბორჯომში, სიღნაღსა და ზესტაფონში შეიკრიბნენ.

უფრო ადრე, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აქციები დედაქალაქში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, მთავრობის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროსთან გამართა. 

ენმ-მა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ 6 თებერვალს მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics