|
2023-02-23 12:11:01, 876 ნახვა
საზოგადოება
მერვე ეტაპად გამოქვეყნებული საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 22 თებერვალს დაიწყო და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეირჩა და გამოქვეყნდა მერვე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები. საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 22 თებერვალს დაიწყო და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოქვეყნებულია კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის რეგიონების 88 ერთეული საძოვრის მონაცემები. მათ შორის, დედოფლისწყარო - 13, სიღნაღი - 1, ლაგოდეხი - 5, ახალციხე - 2, ნინოწმინდა - 1, ბორჯომი - 24, დმანისი - 19, მარნეული - 6, ხობი - 4, წალენჯიხა - 1, ვანი - 6, ჭიათურა - 2, ზესტაფონი - 1, ლანჩხუთი - 3. „2022 წლის 28 მარტიდან სააგენტომ შეარჩია და შვიდ ეტაპად გამოაქვეყნა იჯარით გასაცემი საძოვრების მონაცემები. ჯამში, ინტერესი გამოიხატა 212 კოდზე და მასთან დაკავშირებული მონაცემები გადაიგზავნა ქონების ეროვნულ სააგენტოში. პირდაპირი წესით გადაცემას დაექვემდებარა 119 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 12650 ჰა; ხოლო აუქციონის წესით გადაცემას - 93 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 14495 ჰა. ქონების ეროვნულ სააგენტოში ჩატარებულია აუქციონები 86 მიწის ნაკვეთზე, საერთო ფართობით 133271 ჰა. იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა 47 (6318 ჰა.) მიწის ნაკვეთზე. ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge www.mepa.gov.ge), ასევე სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, მეცხოველეობის დარგის განვითარებას დაეხმარება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ზარქუა ოპოზიციის ელჩებთან შეხვედრაზე - აგენტურა საკუთარ პატრონებთან ახალი რჩევების მისაღებად მიდის
ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო
საია: ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები
ბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)