|
2023-02-23 10:41:39, 1478 ნახვა
მსოფლიო
რიში სუნაკი - უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, ამაზე მუშაობის დაწყება უკვე შესაძლებელია
უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, ამაზე მუშაობის დაწყება უკვე შესაძლებელია,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა. სუნაკის თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე აუცილებელია, ქვეყანა უზრუნველყოფილი იყოს ნატო-ს სტანდარტების სამხედრო ტექნიკით, ასევე აუცილებელია შეიარაღებული ძალების გადამზადება "ვეთანხმები ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება. თუმცა, ჩვენ ასევე უნდა ვკონცენტრირდეთ დღევანდელ სიტუაციაზე. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერისკენ მიმართული გრძელვადიანი გეგმა გაგვაჩნია - ამის ნაწილია ის წვრთნები, რომლებსაც ახლა ვატარებთ. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რისი გაკეთება გვინდა. რადგან ნატოს წევრობის გზაზე აუცილებელია უკრაინას მივაწოდოთ ალიანსის რაც შეიძლება მეტი სტანდარტული აღჭურვილობა, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ყველა ძალების თავსებადობა უნდა უზრუნველყოთ, ამიტომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ნატოს ტაქტიკით ასევე ამ პროცესის ნაწილია. ეს ის საკითხებია, რომლებზეც მუშაობის დაწყება უკვე შეგვიძლია. და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ გავაძლიეროთ უკრაინის უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში",- განაცხადა სუნაკმა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)