21:46 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 23:54:54, 902 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - არც ერთ ადამიანს ამ კანონპროექტის მიხედვით არ ეწოდება უცხოური გავლენის აგენტი - მხოლოდ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არც ერთ ადამიანს, ამ კანონპროექტის მიხედვით არ ეწოდება უცხოური გავლენის აგენტი, მხოლოდ არასამეწარმეო იურიდიული პირები (ააიპ) არიან ის სუბიექტები, რომელთაც ეწოდებათ უცხოური გავლენის აგენტი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა.

კობახიძის თქმით, ბევრი ადამიანის შეშფოთების საფუძველი გახდა ტერმინი „აგენტი“, ვინაიდან პარლამენტში ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ყალბი კამპანია აგორდა.

„ბევრი ადამიანი ობიექტურად შფოთავს, მათ შორის, საკმაოდ ღიმილისმოგვრელი შემთხვევა იყო: ერთ-ერთი კომპანია, პირობითად, „რომპეტროლი“, რომელიც არის ევროპული, რუმინული, ამ შემთხვევაში, იქ ვმუშაობ და მეც აგენტად უნდა გამომაცხადოთო? ვიღაცას უკითხვას ჩვენი თანაგუნდელისთვის, იმდენად ყალბი კამპანია აწარმოეს ამ კანონის გარშემო. არანაირი კავშირი არ აქვს „რომპეტროლში“ მუშაობას და არამარტო მუშაობას, მის ხელმძღვანელობას, ზოგადად, მის ოპერირებას იმ კანონპროექტთან, რომელიც არის ინიცირებული. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არც ერთ ადამიანს, ამ კანონპროექტის მიხედვით არ ეწოდება უცხოური გავლენის აგენტი, მხოლოდ ააიპ-ები არიან ის სუბიექტები, რომელთაც ეწოდებათ უცხოური გავლენის აგენტი.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics