15:55 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 20:10:02, 1428 ნახვა

ომი უკრაინაში
G20-ის მასპინძელ ინდოეთს არ სურს ანტირუსული სანქციების განხილვა

ინდოეთს არ სურს G20-მა განიხილოს დამატებითი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში მისი შეჭრის გამო, სანამ ქვეყანა დომინირებს ბლოკში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ინდოელი დიპლომატის თქმით, ქვეყანა არ არის დაინტერსებული G20-ის შეხვედრების დროს რუსეთის წინააღმდეგ რაიმე დამატებითი სანქციების განხილვით, ვინაიდან რუსეთის წინააღმდეგ არსებულმა სანქციებმა მსოფლიოზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

"ინდოეთი არ არის დაინტერესებული G20-ის შეხვედრების დროს რუსეთის წინააღმდეგ რაიმე დამატებითი სანქციების განხილვით ან მხარდაჭერით. რუსეთის წინააღმდეგ არსებულმა სანქციებმა მსოფლიოზე უარყოფითი გავლენა მოახდინა", - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

სხვა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ სანქციები არ არის G20-ის საკითხი, რადგან ფორუმი ეკონომიკური განვითარების ზრდას ეხება.

ინდოეთში G20-ის შეხვედრის ფარგლებში, G7-ის ქვეყნების ფინანსური ლიდერები შეიკრიბებიან 23 თებერვალს, შეჭრის პირველი წლისთავის წინა დღეს, რათა განიხილონ რუსეთის წინააღმდეგ მისაღები ზომები, განაცხადა იაპონიის ფინანსთა მინისტრმა წინა დღეს. 

ოფიციალური პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ G20-ის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების მომავალ შეხვედრაში, განაცხადეს, რომ კონფლიქტის დროს ეკონომიკური გავლენა განიხილება, მაგრამ ინდოეთს არ სურს განიხილოს შემდგომი ქმედება რუსეთის წინააღმდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics