17:52 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 16:16:59, 694 ნახვა

საზოგადოება
სააკაშვილი - ექიმების პრესკონფერენციაში სიმართლე მარტო ის იყო, რომ ჩემი სიტუაცია უარესდება და კლინიკა ვერაფერს აკეთებს

სიმართლე მარტო ის იყო, რომ ჩემი სიტუაცია მძიმეა და სწრაფად უარესდება და, რომ პრაქტიკულად კლინიკა ვერაფერს აკეთებს, დანარჩენი ყველაფერი იყო ტყუილი,- ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდნტი, მიხეილ სააკაშვილი "ვივამედის" ექიმების დღევანდელ ბრიფინგს.

მისი თქმით, კლინიკაში უარი თქვეს მისი მთავარი დაავადებების, კერძოდ, მძიმე მეტალებით მოწამვლის, ანორექსიის და კახექსიის მკურნალობაზე.

"კლინიკა ვივამედის ექიმების პრესკონფერენციაში სიმართლე მარტო ის იყო, რომ ჩემი სიტუაცია მძიმეა და სწრაფად უარესდება და, რომ პრაქტიკულად კლინიკა ვერაფერს აკეთებს. დანარჩენი ყველაფერი იყო ტყუილი.

ამ კლინიკაში უარი თქვეს ჩემი მთავარი დაავადებების მკურნალობაზე. კერძოდ, მძიმე მეტალებით მოწამვლის, ანორექსიის და კახექსიის მკურნალობაზე.

არავის ისე არ სურს სიცოცხლე, როგორც მე!

მინდა მოვესწრო უკრაინის გამარჯვებას, რაც ხელის გაწვდენაზეა და ყველა პუტინისტის აღსასრულს.
მინდა მივმართო ოლიგარქის გოშიას 1 მილიონი კი არა 1 თეთრი არ წამიღია საქართველოდან და სადმე ამდენი ფული რომ მქონდეს, ბოლო მიწის ნაკვეთს არ გავყიდიდით ადვოკატების ხარჯებისთვის დასაფარად.

სიმართლე არის ერთი, ყველაფერი ეს ჯდება მარია ზახაროვას განცხადების კონტექსტში. 

ჩვენ ვიმყოფებით ჩემი მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელ ეტაპზე და ამაში მონაწილეობენ "პარლამენტარები", "ჟუნალისტები" ახლა უკვე კლინიკა. მოვუწოდებ საქართველოს და მსოფლიოს,
არ მისცენ ამ დანაშაულებრივ კორპორაციას თავისი ბოროტი ზრახვების აღსრულების უფლება",- წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს, 22 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმებისკენ მიდის. დავარაშვილის თქმით, პაციენტი დასუსტებულია, არის მწოლიარე მდგომარეობაში, აქვს კიდურების ტკივილი, სხეულის წონა და მასის ინდექსი კი დაქვეითებულია. 

ბრიფინგზე ასევე ისაუბრა "ვივამედის" ენდოკრინოლოგმა და ნუტრიციოლოგმა სოფო მებუკემ, რომელმაც აღნიშნა, რომ პაციენტის ენერგეტიკული ბალანსი უარყოფით რეჟიმშია, რაც ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი მისი ორგანიზმის ფუნქციონირებისა და წონის შენარჩუნებისთვის საჭირო კალორიების მესამედს ან მეოთხედს იღებს. ენდოკრინოლოგის აზრით, მადის დაქვეითების ფენომენს თავისუფლების იძულებით აღკვეთა განაპირობებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics