|
2023-02-22 15:53:04, 820 ნახვა
პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები 24 თებერვალს უკრაინაში ჩავლენ
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები 24 თებერვალს უკრაინაში გაემგზავრებიან. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ანი წითლიძემ განაცხადა. წითლიძის თქმით, ფრაქციის და პარტიის შემადგენლობა უკრაინის რადაში ყველა დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. „უკრაინის რადამ სხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, საქართველოს პარლამენტიც მიიწვია 24 თებერვალს ომის წლისთავის აღსანიშნად და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. როგორც ცნობილია „რუსულმა ოცნებამ“ უარი თქვა ამ მოწვევაზე, ამის საპირისპიროდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციის და პარტიის შემადგენლობა 24 თებერვალს ჩავალთ უკრაინაში, მივიღებთ მონაწილეობას უკრაინის რადაში ყველა დაგეგმილ ღონისძიებაში და კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვეტყვით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ნება არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში მასთან ერთად იქნება ბოლომდე",- განაცხადა წითლიძემ. შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ უკრაინის რადამ, რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის თავზე, „ქართული ოცნებას“ საპარლამენტო დელეგაციისთვის ოფიციალური მოწვევა გამოგზავნა, თუმცა მათ ჩასვლაზე უარი განაცხადეს. ამასთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განმარტა, უარის თქმის მიზეზი უკრაინის მაღალჩინოსნების მიერ საქართველოსთვი მეორე ფრონტის გახსნისკენ მოწოდება და სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიება გახდა. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში უკვე იმყოფებიან პარტია "ლელოს" წევრები. გარდა ამისა, უკრაინაში ასევე გაემგზავრა პარტია "დროას" თავმჯდომარე ელენე ხოშტარიაც, რომელიც რადაში შეხვედრებს გამართავს.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)