21:46 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 15:41:47, 812 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი - გვაქვს ეჭვი, რომ არაერთ „ენჯეოში“ არანაკლები თანხები მოძრაობს, ვიდრე ჩემს სამინისტროში

ჩვენ გაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქროთ, რომ არაერთ „ენჯეოში“ არანაკლები თანხები შეიძლება მოძრაობდეს, ვიდრე თუნდაც ჩემი სამინისტროა, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა  „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. 

წულუკიანის თქმით,  არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მონაწილეობენ  საზოგადოებრივი პროცესების მართვაში, რის გამოც, საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს, რომ მათი საქმიანობა უფრო გამჭვირვალე გახდეს. 

"ჩვენ გაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქროთ, რომ არაერთ „ენჯეოში“ არანაკლები თანხები შეიძლება მოძრაობდეს, ვიდრე თუნდაც ჩემი სამინისტროა. აქედან გამომდინარე და იქიდან გამომდინარეც, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მილიონობით ლარს მართავენ და პლუს მონაწილეობენ ძალიან აქტიურად საზოგადოებრივი პროცესების მართვაში,  რასაკვირველია, საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს, რომ მათი საქმიანობაც გახდეს უფრო გამჭვირვალე",- განაცხადა წულუკიანმა. 

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა 15 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დააინიცირებენ. ანტიდასავლურ მოძრაობაში ამბობენ, რომ შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი, რომელმაც განაცხადა, რომ "ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას". 

„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი კრიტიკულად შეაფასეს არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. მეორეს მხრივ, მმართველი პარტიის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

ამასთან, "ხალხის ძალა" პარლამენტში დაინიცირებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მეორე, ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც "ამერიკული კანონის ანალოგი იქნება". 

 

 

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics