17:52 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 15:27:15, 664 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე - EASYJET საქართველოს ავიაბაზრის შესწავლის პროცესშია

მაროკოს ქალაქ ტანჟერში საავიაციო ფორუმი CONNECT 2023 დაიწყო. რიგით მე-19 საერთაშორისო ფორუმზე, სადაც 60 ქვეყნიდან 75 ავიაკომპანიისა და 280 აეროპორტის 600  დელეგატი მონაწილეობს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება წარმოადგენს.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ღონისძიება ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის აეროპორტების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა და CONNECT-ის დამფუძნებელმა კარენ ბუტომ გახსნა და დელეგატებს სამადლობელი სიტყვით მიმართა. 

ფორუმის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, რომელსაც კომპანიის დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ხელმძღვანელობს, პირველი შეხვედრა ბრიტანულ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანია EASYJET-თან გამართა. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზრის ანალიზით არის დაკავებული.

,,საავიაციო ფორუმი CONNECT 2023-ის პირველსავე დღეს შევხვდით ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ავიაკომპანიას. მოგეხსენებათ, ბრიტანეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია და პირდაპირი რეისების არსებობა ლონდონთან პრიორიტეტულია. ვესაუბრეთ, როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესახებ. EASYJET საკმაოდ კარგად იცნობს უკვე ჩვენს ბაზარს და კონკრეტული დეტალებისა და ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების შესწავლის პროცესშია‘’, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძე. 

ფორუმის პირველ დღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება შეხვედრებს Eurowings-თან, AIR Serbia-თან, Saudia Airlines-თან და ნეაპოლის აეროპორტთან გამართავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics