21:46 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 13:52:02, 678 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე სააკაშვილზე - თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია მხოლოდ ის, ვინც თვითდაზიანებას ახორციელებს

თვითდაზიანებაზე ცალსახად პასუხისმგებელია მხოლოდ ის, ვინც  თვითდაზიანებას ახორციელებს.  ასეა ნებისმიერ ქვეყანაში, -  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, პატიმარზე სათანადო ზრუნვა, რასაც შესაბამისი დაწესებულებები სრულად უზრუნველყოფენ, ხოლო, თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს და მისი ოჯახს ეკისრებათ.

„ხელისუფლების პასუხისმგებლობაა სათანადო ზრუნვა, რასაც აკეთებენ 100 პროცენტით და 1000 პროცენტით სასჯელაღსრულების დაწესებულება, „ვივამედი“, იუსტიციის სამინისტრო. ეს არის მათი პასუხისმგებლობა. თვითდაზიანებას რაც შეეხება - დაბალი კალორაჟის საკვების შეტანა და ა.შ. - ამაზე პასუხისმგებელია მარტო სააკაშვილი და მისი ოჯახი 100 პროცენტით. ყველგან ასეა, მარტო საქართველოში არა.“ - განაცხადა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე გამოეხმაურა ბელგიის ციხეში საქართველოს მოქალაქის შიმშილობის შედეგად გარდაცვალების შესახებ ინფორმაციასაც და აღნიშნა, რომ საქართველოს მსგავსად, ბელგიის სასჯელაღსრულების სისტემაც, თვითდაზიანების ფაქტებზე ვერ იღებს პასუხისმგებლობას. 

 „ახლა გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია, ქართველი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა ბელგიის ციხეში , შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული სამი კვირის განმავლობაში - ესეც არის თვითდაზიანებით. იგივე ხდება საქართველოში და სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ  ბელგიის სასჯელაღსრულების სისტემის დამოკიდებულება არის ის, რომ თვითდაზიანებაზე ვერ იღებს პასუხისმგებლობას.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics