16:02 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 13:11:55, 1893 ნახვა

ომი უკრაინაში
მედვედევი - თუ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას გამარჯვების მიღწევის გარეშე შევწყვეტთ, რუსეთი აღარ იარსებებს

ომის წაგების შემთხვევაში, რუსეთს დაშლიან და არსებობას შეწყვეტს,- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევის თქმით, თუ აშშ შეწყვეტს იარაღის მიწოდებას კიევისთვის, ომი დასრულდება.

„ყველა გონივრული ძალისთვის აშკარაა, რომ თუ აშშ-ს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ ჩვენ მსოფლიო კონფლიქტის ზღვარზე ვართ. თუ აშშ-ს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ ჩვენ გვაქვს უფლება, დავიცვათ თავი ნებისმიერი იარაღით, მათ შორის ბირთვული იარაღით. თუ რუსეთი შეაჩერებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, ვერ მიაღწევს გამარჯვებას, რუსეთი აღარ იქნება, მას ნაწილებად დაშლიან. თუ აშშ შეწყვეტს იარაღის მიწოდებას კიევის რეჟიმისთვის, ომი დასრულდება“, წერს მედვედევი.

მისივე თქმით, ბაიდენმა გუშინ, რუს ხალხს მიმართა პოლონელების წინაშე. სინამდვილეში, მან ქადაგება წარმოთქვა ამერიკის ტრადიციული მესიანური გასაღებით, რომელიც მორგებულია ხანდაზმულ სიგიჟეზე.

„მან თქვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიის დაცვა და რომ აშშ არ აპირებს რუსეთზე თავდასხმას. ეს განცხადება სასაცილოდ გამოიყურებოდა. ვინ არის ეს უცნაური ბაბუა, რომელიც მაუწყებლობს დაბნეული მზერით პოლონეთიდან? რატომ მიმართავს სხვა ქვეყნის მოსახლეობას იმ დროს, როცა საშინაო პრობლემებით არის სავსე? რატომ უნდა მოვუსმინოთ პოლიტიკოსს მტრულად განწყობილი სახელმწიფოდან, რომელიც სიძულვილს ამჟღავნებს ჩვენი სამშობლოს მიმართ? რატომ უნდა ენდონ რუსეთის მოქალაქეები შეერთებული შტატების ლიდერს, რომელმაც 20-21 საუკუნეებში ყველაზე მეტი ომი გააჩაღა, მაგრამ აგრესიაში ჩვენ გვსაყვედურობს? ადამიანი, რომელიც მთელ თავის დასუსტებულ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს მიმართავს მხოლოდ იმისთვის, რომ რუსეთმა განიცადოს „სტრატეგიული მარცხი“.

ახლა კი ბაიდენის გამოთქმის პერიფრაზს გავაკეთებ. ბაიდენმა ვარშავაში თქვა: „თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას შეწყვეტს, ომი ახლაცე დასრულდება, ხოლო თუ უკრაინელები შეწყვეტენ თავის დაცვას, ეს იქნება უკრაინის დასასრული. ეს არის დახვეწილი ტყუილი. სიმართლე კი სულ სხვაა.

თუ რუსეთი შეწყვეტს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას გამარჯვების მიღწევის გარეშე, ის არ იარსებებს, ის ნაწილებად დაიშლება. თუ აშშ შეწყვეტს იარაღის მიწოდებას კიევის რეჟიმისთვის, ომი დასრულდება",- დასძინა მედვედევმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესტონეთი ევროკავშირს „ქართული რეჟიმის“ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
ერთ წელიწადში საქართველოში 1560 ბავშვზე იძალადეს, მათ შორის 170-ზე სექსუალურად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics