16:02 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 09:11:50, 1435 ნახვა

ომი უკრაინაში
მელონი - იტალია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების სამ სახეობას მიაწვდის

იტალიამ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების სამი სახეობა გადასცა. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მელონის თქმით, სანქციების მეექვსე პაკეტი ფოკუსირებულია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაზე, სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.  

„როდესაც საუბარია ქვეყანაზე, რომლის მიმართაც აგრესია იქნა ჩადენილი, მაშინ ნებისმიერი იარაღი, რომელიც მას მიეწოდება თავდაცვისთვისაა. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საჰაერო თავდაცვის სისტემებზე ვკონცენტრირდებით. საფრანგეთთან ერთად ბევრს ვმუშაობდით ამაზე, რომ ჩვენი ტექნოლოგიები გაგვეერთიანებინა. მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში SAMP-T საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი არის, ასევე საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემებიც - Skyguard და Spike. დღეისთვის სტრატეგიული მიზანია კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა”, - განაცხადა მელონიმ.

მელონის განცხადებითვე, იტალია უკრაინას განაღმვით სამუშაოებში დაეხმარება და გენერატორებსაც გაუგზავნის.

თავის მხრივ, ზელენსკიმ იტალიიდან დახმარების მეექვსე პაკეტს "ძლიერი" უწოდა.

“პაკეტი ძლიერია. ნამდვილად მივიღებთ SAMP-T-ს - საჰაერო თავდაცვის სერიოზულ სისტემებს, ძვირადღირებულ რაკეტებს, მაგრამ სიცოცხლე ყველაზე ძვირადღირებულია. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ძალიან სერიოზული ტექნოლოგიებია. ამაზე დიდხანს ვმუშაობდით. იტალიის პრემიერ-მინისტრის პირადმა ლიდერობამ საშუალება მოგვცა ეს სისტემები მიგვეღო”,- განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი კიევში სამუშაო ვიზიტით, გუშინ 21 თებერვალს ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესტონეთი ევროკავშირს „ქართული რეჟიმის“ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
ერთ წელიწადში საქართველოში 1560 ბავშვზე იძალადეს, მათ შორის 170-ზე სექსუალურად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics