21:45 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 22:20:01, 653 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე - პარლამენტის ბოიკოტზე და მანდატების დატოვებაზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს

პარლამენტის ბოიკოტზე, მანდატების დატოვებასა და ა.შ. საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ოპოზიციის ჩართულობა, რათა ყველამ გამოხატოს თავისი პოზიცია.

"ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. კოლეგებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩემი პოზიცია იყო, ანტიდასავლური კანონპროექტის განხილვას ყველა მიმართულებით, მათ შორის საკომიტეტო და სასესიო განხილვებზე უნდა დაესწროს ფრაქცია. ბევრი ადამიანი არ ესწრებოდა ახლა ფრაქციის სხდომას.

მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას – პარლამენტის ბოიკოტზე, მანდატების დატოვებასა და ა.შ. საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი.

ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მათ შორის ამ განხილვებში ჩართვა. ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ალბათ უფრო იქნება დადებითი გადაწყვეტილება. ყოველ შემთხვევაში, ფრაქციის ყველა წევრს უნდა ეცნობოს და ფრაქციის ყველა წევრმა უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია. ჩემი პოზიცია არ შემიცვლია", - განაცხადა დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics