19:45 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 15:27:51, 1364 ნახვა

საზოგადოება
სიმართლე ომზე - 1 წელი უკრიანის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან

„N STUDIA“ -ს ორგანიზებითა და უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით 21-24 თებერვალს წარმოგიდგენთ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების წლისთავისადმი მიძღვნის საქველმოქმედო ღონისძიებებს.

გელით გამორჩეულ ივენთზე - დოკუმენტური ფილმები, პლაკატების გამოფენა, წიგნების პრეზენტაცია, ხელნაკეთი ნივთები, საქველმოქმედო აქცია.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება უკრაინელი რეჟისორების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმები, უმძიმესი მაგრამ რეალური სახე რუსეთის აგრესიის.

როგორ იცვლება ფასეულობები ბომბების წვიმის ქვეშ, როგორ უსწორებ სიკვდილს თვალს და თან ცდილობ დარჩე ადამიანად. მიუხედავად ომისა არ გავიწყდება ხელოვნება და ქმნი პლაკატებს, არ გავიწყდება ცხოველები და მათ გადასარჩენად საკუთარ ცხოვრებას სწირავ. ომი გადმოტანილი წიგნის ფურცლებზე და ბოლოს უკრაინის პრეზიდენტის ავტორობით გამოცემული პირველი წიგნის ქართულად თარგმანის პრეზენტაცია.

ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება ოთხი დღის განმავლობაში ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ღონისძიების ფარგლებში შეგროვილი თანხა გადაირიცხება უკრიანის დახმარების ფონდში.

   21 თებერვალი 
   18:00 - გამოფენა: ანტისაომარი თემატიკის პლაკატები უკრიანიდან.
   19:00 - დოკ.ფილმი "როგორ გადარჩე, როცა გკლავენ" (უკრიანა).
    https://youtu.be/evvVd12Bewk

    22 თებერვალი 
    18:00 - დოკ.ფილმი "მარიუპალი - არდაკარგული იმედი (უკრაინა).

     https://youtu.be/Ts_8K8VuF5o
   19:00 - უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის წიგნის პრეზენტაცია "გზავნილი           უკრაინიდან". გამომცემლობა "ინტელექტი".
 

    23 თებერვალი 
   18:00 - წიგნის პრეზენტაცია: ბექა ქურხული "უკრაინული დღეები", გამომცემლობა "ინტელექტი".
   19:00 - დოკ.ფილმი "დაკარგული სახლი" (უკრაინა). https://youtu.be/fxPB-6uS0Q8
    20:00 - დოკ.ფილმი "9 სიცოცხლე" (უკრაინა).  https://youtu.be/z_MIH5NI4tM

    24 თებერვალი 
    16:00 - მხატვრული ფილმი "შედრიკი" (უკრაინა).https://youtu.be/-347G5rg_XI
 

დასწრება თავისუფალია. ღონისძიების ფარგლებში შეგროვდება თანხა უკრაინელთა მხარდასაჭერად. კინო ჩვენებები იქნება უკრაინულ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics