|
2023-02-18 11:50:12, 1478 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსული აგრესია წელს დასრულდეს
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსული აგრესია უკვე წელს დასრულდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინისთვის უკვე შეიქმნა სატანკო კოალიცია, მოიხსნა ტაბუ შორეული რაკეტების მიწოდების საკითხზე და ამასთან ერთად მსოფლიომ უკვე გაგო თუ რამდენად აუცილებელია საავიაციო კოალიციის შექმნა. "უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის მთავარი გზავნილი აშკარაა: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსული აგრესია უკვე წელს დასრულდეს. ეს შესაძლებელია და ეს აუცილებელია. მაგრამ შესაძლებელია თუ უკრაინა ამისთვის საჭირო იარაღს მიიღებს. ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის შემდეგ ჩვენი დიპლომატიური მარათონი შესვენების გარეშე გრძელდება. უკრაინისთვის უკვე შეიქმნა სატანკო კოალიცია, უკვე მოხსნილია ტაბუ შორეული რაკეტების მიწოდებაზე, უკვე იყო ახალი წარმატებები ჩვენი არტილერიის გაძლიერების მხრივ და მსოფლიომ უკვე გაიგო, რამდენად აუცილებელია საავიაციო კოალიციის შექმნა. უკრაინა თავის საგარეო პოლიტიკას ყოველთვის ემყარება საერთაშორისო ურთიერთობების ყველა მონაწილის პატივისცემას. ყველა ერი თანასწორია და იმსახურებს დამოუკიდებელ ცხოვრებას და მშვიდობიან თანამშრომლობას სხვა ერებთან. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩვენს პოზიციებს იკავებს ფრონტზე, ვინც ანადგურებს მტერს და ყველას გვაძლევს გამარჯვების რწმენას. უკრაინა გაიმარჯვებს! დიდება ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია! მადლობა ყველას, ვინც ეხმარება ჩვენს ქვეყანას! დიდება უკრაინას!", - განაცხადა ზელენსკიმ.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)