|
2023-02-17 20:51:47, 710 ნახვა
საზოგადოება
კახა კაკაბაძე პროექტის„ტყის მდგრადი მართვა აჭარაში” პრეზენტაციას დაესწრო
შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონული ოფისის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, WWF კავკასიის პროგრამა ოფისის რეგიონული დირექტორი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასთან და განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკთან ერთად, მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც მოხდება როგორც აჭარის სატყეო სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერება, ასევე ტყის რესურსების და მთლიანად სატყეო ფონდის აღდგენა-კონსერვაცია”, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. პროექტი „ტყის მდგრადი მართვა აჭარაში“ ხელს შეუწყობს აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მართვის სრულყოფილ ორგანოდ გარდაქმნას, რომელიც განახორციელებს ტყის მდგრადი მართვის სრულ ციკლს, მათ შორის, ტყის მოვლა-აღდგენას, კონსერვაციული ღონისძიებების დანერგვას, კლიმატური ცვლილებების მიმართ ტყის მდგრადობის გაძლიერებას, ტყით სარგებლობასა და საშეშე-სამასალე მერქნით მოსახლეობის უზრუნველყოფას. „ტყის მდგრადი მართვა აჭარაში“ მნიშვნელოვანი პროექტია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს აჭარის ტყეების მდგრადად მართვას, რაც საქართველოს სატყეო რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კახა კაკაბაძემ. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ და იგი ხორციელდება რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 7 492 000 ევროს. პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტია კონსორციუმი, რომელიც აერთიანებს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისს, WWF გერმანიასა და ორგანიზაცია HessenForst-ს.
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)