|
2023-02-17 19:35:43, 739 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა დეპუტატებს ინფექციის კონტროლის კუთხით კლინიკებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გააცნო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, 2022 წელს გაწეულ საქმიანობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ზურაბ აზარაშვილმა დეპუტატებს ინფექციის კონტროლის კუთხით კლინიკებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გააცნო. „მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთობლივი ჯგუფები 120-ზე მეტ კლინიკაში იყვნენ შესულები, თუმცა სამწუხაროდ , სამედიცინო დაწესებულებებში მდგომარეობა არასასიამოვნო იყო. ამ კუთხით, რამდენიმე კლინიკაში ორჯერ ან სამჯერაც იყვნენ შესულები. ვფიქრობ სისტემური მიდგომით საბოლოო შედეგს მივაღწევთ",-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა „2025 წლიდან, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო იქნება. სამწუხაროდ, საქართველოში პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ბოლო პერიოდამდე არ იწყებენ მოქმედებას, ამიტომ შუალედური პირობა ჩავდეთ - კლინიკები არ დაელოდებიან 2025 წელს და 2023 წლის ბოლოს ვალდებულები არიან თვითშეფასების ეტაპი დასრულებული ჰქონდეთ, სულ მცირე, კონტრაქტი წარმოადგინონ რომელიმე კომპანიასთან, რომელსაც შეარჩევენ, რათა შემდეგ 2024 წლის ბოლოს გადავადება არ ითხოვონ",- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)