17:17 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-17 18:20:41, 1546 ნახვა

ომი უკრაინაში
21 თებერვალს უკრაინის, ნატოს და ევროკავშირის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა გაიმართება

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ხოსეპ ბორელი და საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება 21 თებერვალს ბრიუსელში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დიმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ ეს უკრაინის, ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლების პირველი შეხვედრაა ასეთ სამმხრივ ფორმატში.

„მოუთმენლად ველი იენს სტოლტენბერგთან და ხოსეპ ბორელთან შეხვედრას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა უკრაინისა და ევროპის დასაცავად“, - განაცხადა მან.

შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში დილით გაიმართება. ამის შემდეგ მათი ერთობლივი პრესკონფერენცია 12:45 საათზეა დაგეგმილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics