21:10 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-17 12:43:42, 824 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს დანაყოფები ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფენ

ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის - „ბაკურიანი 2023“-ის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რამდენიმედღიანი ღონისძიების მსვლელობისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „ბაკურიანი 2023“ -ში 42 ქვეყნის 700 - მდე სპორტსმენი მონაწილეობს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ეკიპაჟები უზრუნველყოფენ დაწესებული სატრანსპორტო რეგულაციების აღსრულებას, ჩემპიონატში მონაწილე პირების და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით.

"საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, დაბა ბაკურიანში მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხოების მიზნით, მართლწესრიგის და საგზაო მოძრაობის წესების დაცვას უზრუნველყოფენ.

მოთხილამურე პატრულები კი სასრიალო ტრასებზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას დაიცავენ. მოთხილამურე პატრულები აღჭურვილი არიან ყველა საჭირო ტექნიკით, რათა საჭიროების შემთხვევაში, დამსვენებლებს შესაბამისი დახმარება გაუწიონ.

კრიმინალური პოლიცია დაბა ბაკურიანში 24 საათის განმავლობაში ახორციელებს დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებს.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ჩემპიონატის ღონისძიებების ტერიტორიებზე მყოფი მონაწილეებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სხვადასხვა ლოკაციაზე მოწყობილია დაცვის პოლიციის 4 საგუშაგო, სადაც დაცვის პოლიციის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები დაბა ბაკურიანში მობილიზებული არიან შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით, რათა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ სახანძრო-სამაშველო ღონისძიებები. მაშველები ორ ლოკაციაზე არიან გადანაწილებულნი", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics