21:10 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-17 10:35:16, 717 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო 2021-2024“ მიმდინარეობის საკითხები განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, უწყებაში პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო 2021-2024“ მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრას შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) წარმომადგენელი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

„პროგრამა „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო 2021-2024“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებულია, შვედეთის საელჩოსთან თემატური დიალოგის საფუძველზე. პროგრამა, ბიომრავალფეროვნებისა და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებებით, საქართველოს მთავრობის განსაზღვრულ სტრატეგიებთან და სამოქმედო გეგმებთან არის დაკავშირებული. ამ ეტაპზე, პროექტის ბიუჯეტი 6 მილიონ ევრომდეა.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ კრწანისის ტყეპარკში ჭალის ტყეების აღდგენის გეგმისა და დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის გაუმჯობესების პროექტით გათვალისწინებული საკითხების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ასევე, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მონიტორინგის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს გაეცნო“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics