|
2023-02-16 18:04:06, 749 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ზენონი - ჩემს წინააღმდეგ მომართულია ძალები, რომელთაც სურთ ჩემი სულიერი და ფიზიკური განადგურება
მიზანშეწონილად მივიჩნევ, წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ კომენტარი გავაკეთო საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სხდომის განჩინების მესამე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიას და პირადად მე, - მეუფე ზენონ იარაჯული განცხადებას ავრცელებს. როგორც სასულიერო პირი სოციალურ ქსელში წერს, სინოდის სხდომის დაწყებამდე თავად მიმართა კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს თხოვნით, რომ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია დროებით უშუალოდ მისი ზედამხედველობის ქვეშ მოქცეულიყო. მეუფემ ასევე აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ მომართულია გარე და შიდა ძალები, რომელთაც სურთ მისი სულიერი და ფიზიკური განადგურება, რაც მისივე თქმით, უკავშირდება მის პოზიციას შიდა და საგარეო საეკლესიო პოლიტიკის საკითხებზე. "უკანასკნელ ჟამს, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამწყსოს ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებაში აღძრა ფართო ინტერესი, თუ რა ხდება იქ სინამდვილეში. ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ, რომ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ მცირეოდენი კომენტარი გავაკეთო აწ უკვე საქართველოს საპატრიარქოს შესაბამისი სამსახურის მიერ გავრცელებულ სხდომის განჩინების /14.02.2023 / მესამე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიას და პირადად მე. გაცნობებთ, რომ სინოდის სხდომის დასაწყისამდე მცირე დროით შევხვდი მის უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორეს და ვისაუბრეთ ამ საკითხის ირგვლივ. ეპარქიაში განვითარებული მოვლენები კომპლექსურ ხასიათს ატარებს და რამდენადაც აღნიშნული დღე, არსებული მოცემულობის გამო, საკითხთა საფუძვლიანი განხილვის შესაძლებლობას არ იძლეოდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შევთავაზე აღნიშნული ეპარქია დროებით უშუალოდ მისი ზედამხედველობის ქვეშ მოქცეულიყო. მისმა უწმინდესობამ მიზანშეწონილად მიიჩნია შეთავაზება და მიმართა წმინდა სინოდს, რათა სინოდური დადგენილებით დამტკიცებულიყო დროებითი ზედამხედველობა. წმინდა სინოდმა მიიღო და დაამტკიცა კათოლიკოს-პატრიარქის შეთავაზება. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის საკითხი სინოდის სხდომაზე განსახილველად არ გატანილა. შესაბამისად განვმარტავ, რომ ეპარქიის საკითხი სამომავლოდ იქნება განხილული, რის შემდეგაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება ეპარქიის მმართველის ვინაობის შესახებ. ასეთი იყო მისი უწმინდესობისა და ჩემი პოზიცია. კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ საკითხი კომპლექსურია და მეტად საყურადღებო. ამ დროისათვის შემოვიფარგლები მცირეოდენი განცხადებით და დავძენ: ჩემს წინააღმდეგ მომართულია გარე და შიდა ძალები, რომელთაც სურთ ჩემი სულიერი და ფიზიკური განადგურება. არ ვაპირებ რაიმე სახის პოლემიკაში შევიდე იმ ადამიანებთან, რომელთაც სურთ ამ საკითხების მიჩქმალვა-ნიველირება და პერსონალური თავდასხმებით ცდილობენ საკუთარი დეგრადირებული აზროვნების ნაყოფის საზოგადოებისთვის თავს მოხვევას. მათი ქმედებები პირველ რიგში უკავშირდება ჩემს პოზიციას შიდა და საგარეო საეკლესიო პოლიტიკის საკითხებზე, რის შესახებაც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ამავდროულად, მკაფიოდ განვმარტავ - ჩემი საქმიანობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მუდამ მიმართული იყო ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისკენ. სწორედ ეს გარემოება არ მაძლევს უფლებას არ მოვახდინო რეაგირება ზემოთაღნიშნულ ფაქტზე. აქვე ვაცხადებ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე ცალკეული პროცესები მიმართულია არა მხოლოდ თავად ეკლესიის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ და უდიდესი სიფრთხილე და გონიერებაა აუცილებელი იმისთვის, რათა ამ პროცესებიდან ეკლესიაც და სახელმწიფოც დაზიანებული არ გამოვიდეს",- წერს მეუფე ზენონი.
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)