|
2023-02-16 17:36:36, 1611 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ქარქაშაძე - Wizz Air ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ქუთაისის აეროპორტში მთავარი კონტრიბუტორია
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე თბილისში ორდღიანი ვიზიტით მყოფ ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია WIZZ AIR-ის მენეჯმენტს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ოპერირების ტექნიკურ დეტალებს და ქვეყანაში Wizz Air-ის შემდგომ გაფართოებას. "Wizz Air ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ქუთაისის აეროპორტში მთავარი კონტრიბუტორია. 2022 წლის მონაცემებით, ის 14,5%-იანი წილით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია და ამ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ყველაზე მეტი პირდაპირი მიმართულებით დაფრინავს. ჩვენ მუდმივად ვესაუბრებით ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ჩვენთვის პრიორიტეტულ, არსებულ და ახალ მიმართულებებზე. ყოველთვის მივესალმებით ჩვენს აეროპორტში Wizz Air-ის გაფართოებას გრძელვადიან პერსპექტივაში",-განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. 2022 წლის Wizz Air 630,000 გადაყვანილი მგზავრით საქართველოს ბაზარზე ლიდერობს. 1-ლი ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. ასევე, არსებულ მიმართულებებზე სიხშირეებს დაამატებს. საქართველოში ვიზიტით მყოფი ავიაკომპანიის მენეჯმენტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების შემდეგ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილთან გამართავს.
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)