|
2023-02-16 16:56:24, 871 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში, ჯავახიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობას აქამდე გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. სამუშაოების ფარგლებში კი, 2 626 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. მიმდინარე პროცესს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ და მოსახლეობას შეხვდნენ. „სოფელ დიღმის ქუჩების მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად, ჯავახიშვილის ქუჩაზე დავიწყეთ სამუშაოები, სადაც რთული მდგომარეობა იყო. ამ დრომდე ასფალტის საფარი არ არსებობდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივი მცხოვრებლები კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სამუშაოებს კომპანია „L&L ასრულებს, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 250 000 ლარი გამოიყო.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)