|
2023-02-16 13:01:06, 1024 ნახვა
საზოგადოება
ვაშაძე - რუსეთის ტყვეობაში 2 ქართველი მებრძოლია, რომელთა გათავისუფლება დღემდე ვერ ხერხდება
რუსეთის ტყვეობაში 2 ქართველი მებრძოლია, დღემდე ვერ ხერხდება მათი გათავისუფლება,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელსთან, ანდრი კასიანოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ვაშაძის თქმით, დაღუპული 2 ქართველი მებრძოლი მარიუპოლში იბძოდა. "ორი ქართველი არის ტყვედ ჩავარდნილი. ერთ-ერთს ოჯახის წევრებიც დაეღუპა დნეპრში საცხოვრებელი სახლის დაბომბვის დროს და სამწუხაროდ, დღემდე ვერ ხერხდება ამ ადამიანების გათავისუფლება. მე პირადად უკრაინული კონტაქტებით ბევრს ვმუშაობ და საელჩოსთანაც მქონდა აქამდე კომუნიკაცია, მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი ქართველი ბიჭები გავათავისუფლოთ ტყვეობიდან",- განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, "დროას" და "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერებიც, რომლებმაც უკრაინაში მიმდინარე ომზე, 24 თებერვალს დაანონსებული აქციაზე და უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებაზე იმსჯელეს.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)