09:09 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-15 22:42:26, 824 ნახვა

კომენტარი
კალაძე - ქვეყანა, რომელიც 12-პუნქტიანი რეკომენდაციებს ასრულებს არავის აქვს უფლება ხაზი გადაუსვას ყველაფერს და „კრიმინალის“ გათავისუფლება მოითხოვოს

როდესაც საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად ასრულებს 12-პუნქტიანი გეგმით განსაზღვრულ რეკომენდაციებს, არავის აქვს უფლება, ხაზი გადაუსვას ყველაფერს და მოითხოვოს „კრიმინალის“ გათავისუფლება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისვიე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქვეყნის და მისი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მომავალშიც სწორედ ამ პრინციპით იმოქმედებს.

„მოგვცეს 12 პუნქტიანი გეგმა და აქაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს დათქმები შესრულდეს და სტატუსი მივიღოთ. ამ დროს რა ხდება? - ამ დროს გამოდის ვინმე კუბილიუსი და გვეუბნება, რომ თუ სააკაშვილი, რომელიც არის კრიმინალი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რაც სტრასბურგმაც დაადასტურა ეს, არ იქნება გათავისუფლებული, ქვეყანა ვერ მიიღებს სტატუსს. მე ვეკითხები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ვისაც აქვს სურვილი ევროინტეგრაციის, აი, ეს დამოკიდებულება, ეს მიდგომები მისაღებია?  ჩვენ თავმოყვარეობა ხომ გაგვაჩნია? ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო ხომ გვიყვარს? თუ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შანტაჟის ენით ესაუბრებიან, აშანტაჟებენ, მისაღებია? მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს არცერთი თავმოყვარე მოქალაქე არ მიიღებს ამ ლექსიკით საუბარს, რასაც ე.წ. მეგობრები აკეთებენ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში.

„ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი. ვიცავდით, ვიცავთ ჩვენი სამშობლოს ინტერესებს და ყოველთვის ამას გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ საინტერესო ქვეყანა ვართ ევროპისთვის და თავს ვთვლით ევროპელებად. ამასთან, ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის ტრადიციები, ის ღირებულებები, რაზეც საუკუნეებია ჩვენი ქვეყანა დგას. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილებები, ეს აბსურდული, შეურაცხმყოფელი განცხადებები აზიანებს ყველაფერს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics