18:04 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-15 10:27:58, 1096 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სახლსა და სემეკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციის სახლსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში, სულ მალე იუსტიციის სახლში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყველა სერვისის მიღება გახდება ხელმისაწვდომი.

მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, კომისიას ადგილზე, იუსტიციის სახლშივე მიმართონ განცხადებით ან მომსახურე კომუნალურ კომპანიაზე საჩივრით.

პირველ ეტაპზე, მემორანდუმის ფარგლებში, განხორციელდება სერვისის გაცემისთვის აუცილებელი ტექნიკური და პროგრამული საკითხების უზრუნველყოფის სამუშაოები, გადამზადდებიან წინა ხაზის თანამშრომლები.

ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს  იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძემ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ  თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში  მოაწერეს ხელი. ორივე უწყების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ  სერვისების დანერგვით იუსტიციის სახლი სრულად მოიცავს ენერგოსექტორსა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის სფეროს.

დღეისთვის მომხმარებელი იუსტიციის სახლების 117 ფილიალის მეშვეობით უკვე იღებს ენერგოსექტორში მოქმედი კომპანიების სერვისებს; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სერვისების აბსოლუტური სპექტრით სარგებლობა კი, მომხმარებელს  უახლოეს მომავალში მთელი საქართველოს მასშტაბით შეეძლება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ამზადებენ ბატალიონს, რომელიც ზავის შემდეგ უკრაინაში უნდა შევიდეს
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით
„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყება
LEAF და საქართველოს ბანკი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს იწყებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics