19:00 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-13 12:17:10, 865 ნახვა

საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - სუსტადაა ისევ, ყველაფერი უჭირს, მდგომარეობა გაუარესებულია

სუსტადაა ისევ, როგორც ყოველთვის, ყველაფერი უჭირს, სიარული, ჭამა - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. 

ალასანიამ CNN-ის მიერ გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა 4 ოქტომბრის შემდეგ გაუარესებულია. 

"სუსტადაა ისევ, როგორც ყოველთვის, ყველაფერი უჭირს, სიარული, ჭამა და ა.შ. გეუბნებით, ახლა ბევრად უარესადაა ვიდრე მაშინ და განსაკუთრებით 4 ოქტომბრის შემდეგ გაუარესდა მისი მდგომარეობა, ძალიან სწრაფად წავიდა ეს პროცესი, ესაა რეალობა, სამწუხაროდ", - ამბობს გიული ალასანია.

შეგახსენებთ, 11 თებერვალს CNN-მა მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" გადაღებული კადრები გამოაქვეყნა. კადრებში, რომელიც CNN-ს ექსპრეზიდენტის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ მიაწოდა და რომელიც 2022 წლის 6 ოქტომბრით თარიღდება, მესამე პრეზიდენტის გონების კარგვის ეპიზოდი ჩანს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ამზადებენ ბატალიონს, რომელიც ზავის შემდეგ უკრაინაში უნდა შევიდეს
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით
„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics