19:58 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-11 14:18:12, 1337 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა არლინგტონში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ში საქართველოს ელჩთან, დავით ზალკალიანთან და თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზეც იმყოფებოდა. მინისტრმა გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი და პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველო თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ცერემონიალის დასრულების შემდეგ, დელეგაციის წევრებმა არლინგტონის სასაფლაოს მემორიალური ამფითეატრის საგამოფენო ოთახი მოინახულეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ მასპინძელ მხარეს საჩუქრად სამახსოვრო დაფა გადასცა.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ამზადებენ ბატალიონს, რომელიც ზავის შემდეგ უკრაინაში უნდა შევიდეს
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით
„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics