|
2023-02-06 13:14:16, 1387 ნახვა
სამართალი
ალასანია - იმედია, დადებითი გადაწყვეტილება იქნება, უარყოფითის შემთხვევაში, სტრასბურგს მივმართავთ
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს, დაცვის მხარე სტრასბურგს მიმართავს. როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებს უთხრა, მოსამართლე გიორგი არევაძეს არჩევანის გაკეთება სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის მოუწევს. "ძალიან სუსტად არის, რა თქმა უნდა, ეს ბოლო დღეები. რაც შეეხება მოლოდინებს - არ ვიცით არაფერი. მე იმედი მაქვს, რომ იქნება დადებითი [გადაწყვეტილება]. თუ იქნება, ღმერთმა ნუ ქნას, უარყოფითი, ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინის ინტერესებში იქნება ეს ყველაფერი. უარყოფითის შემთხვევაში, ვაპირებთ სტრასბურგს... მომასამართლე არჩევანს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის აკეთებს. სასამართლოსა და მთლიანად ქვეყნისთვის ეს გამოცდაა", - თქვა ალასანიამ. ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე ბოლო სხდომა გაიმართება. პროცესზე მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოსთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე გიორგი არევაძე სათათბიროდ გავა. არ არის გამორიცხული, მოსამართლემ გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)