|
2023-01-31 21:30:17, 1944 ნახვა
კომენტარი
კულტურის სამინისტრო გელათზე - კვლევითი ცენტრის მეცნიერთა ვიწრო ჯგუფი პოლიტიკურ ნიადაგზე უპირისპირდება სამინისტროს
კვლევითი ცენტრის მეცნიერთა ვიწრო ჯგუფი ხანგამოშვებით პოლიტიკურ ნიადაგზე უპირისპირდება სამინისტროსა და მის ხელმძღვანელობას და სისტემატურად იყენებს გელათის სამონასტრო კომპლექსში 2008-2020 წლებში შექმნილ ვითარებას, - ასე გამოეხმაურა კულტურის სამინისტრო ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრის გელათის ტაძრის რეაბილიტაციის შესახებ გამოქვეყნებულ კრიტიკული დასკვნას. უწყების თქმით, კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა სამინისტროსა და მის მიერ გელათში შექმნილი პრობლემების გამოსასწორებლად ქვეყნის შიგნიდან თუ უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტების ჩართულობის გარეშე იქნა შემუშავებული. დღეს, 31 იანვარს, პოლიტიკური პარტიის - „ლელო საქართველოსთვის“ ოფისში გელათში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენცია ეყრდნობოდა ვითომდა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრის მიერ შემუშავებულ დასკვნას. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თავიდანვე შეახსენებს საზოგადოებას, რომ ზემოხსენებული კვლევითი ცენტრი სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი ორგანიზაციაა. მას შემდეგ, რაც, 2021 წლის მარტში, სამინისტროს სათავეში ჩაუდგა თეა წულუკიანი, კვლევითი ცენტრის მეცნიერთა ვიწრო ჯგუფი ხანგამოშვებით პოლიტიკურ ნიადაგზე უპირისპირდება სამინისტროსა და მის ხელმძღვანელობას და, სამწუხაროდ, ამ მიზნისათვის სისტემატურად იყენებს გელათის სამონასტრო კომპლექსში 2008-2020 წლებში შექმნილ ვითარებას. დასანანია, რომ 2021 წლის მარტამდე არავის ახსოვს მოცემულ მეცნიერთა აღშფოთება გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. სამინისტრო აცხადებს, რომ კვლევითი ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნა სამინისტროსა და მის მიერ გელათში შექმნილი პრობლემების გამოსასწორებლად ქვეყნის შიგნიდან თუ უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტების ჩართულობის გარეშე იქნა შემუშავებული და ის, შესაბამისად, შორს არის მეცნიერული დასკვნისაგან თუნდაც მისი შემუშავების მეთოდიდან გამომდინარე. შესაბამისად, მოცემული დასკვნა ერთი კონკრეტული და მცირერიცხოვანი, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებულია. ამასთან, რამდენადაც სამინისტროსათვის ახლახან გახდა ცნობილი, მოცემული დასკვნა ცენტრის ხელმძღვანელისაგან მალულად იქნა შემუშავებული და დამტკიცებული. ეს კი ხდება მაშინ, როდესაც ცენტრის ხელმძღვანელი იმავდროულად ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა. ცენტრის ხელმძღვანელისა და ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის გვერდის ავლით „დამტკიცებული“ დასკვნა წარმოადგენს თუ არა კვლევითი ცენტრის დასკვნას, ეს საკითხი სამინისტროს მხრიდან დამატებითი სამართლებრივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს. არავის აქვს უფლება, ვიწრო პარტიული ინტერესებისათვის გამოიყენოს იმ ცენტრის სახელი და ემბლემა, რომლის სათავეშიც, ჯერ კიდევ 1940-იანი წლებიდან, გიორგი ჩუბინაშვილი, ვახტანგ ბერიძე, გიორგი ახვლედიანი, სიმონ ჯანაშია, შალვა ამირანაშვილი და სხვა დიდი მეცნიერები იდგნენ. ნიშანდობლივია, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემების აღმოსაფხვრელად განკუთვნილი, ცენტრისეული რეკომენდაციების საზოგადოებისათვის წარდგენა ცენტრის შესაბამისმა მეცნიერებმა არა ცენტრის ოფისში ან სამინისტროში, ან კიდევ რომელიმე სამეცნიერო სივრცეში მოისურვეს, არამედ პოლიტიკური პარტიის ოფისში. აშკარაა, რომ უცნაურ „მეცნიერულ“ საქმიანობასთან გვაქვს საქმე”, - წერია უწყების განცხადებაში.
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
თიბისი ემიგრანტებისთვის - რა პროდუქტებს სთავაზობს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს
21 ოქტომბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავში 22 მეწარმე გადამზადდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)