22:20 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-31 14:08:05, 1357 ნახვა

ეკონომიკა
საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტი - საქართველო საუკეთესო პირობებს სთავაზობს ბიზნესს

საქართველო საუკეთესო პირობებს სთავაზობს ბიზნესს, აქ მაღალ დონეზეა ბიზნესის დაწყება და წარმოების კულტურა, - ამის შესახებ საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტმა მაიკლ ჟდანოვსკიმ განაცხადა.

საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტები, ე.წ. ლოკაციის მენეჯერები საქართველოს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით სტუმრობენ. ვიზიტის მიზანია საქართველო  ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორის გაცნობა და ამ მიმართულებთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა, რათა შემდგომში ინფორმაცია მიაწოდონ პოტენციურ ინვესტორებს.

მაიკლ ჟდანოვსკის თქმით, საქართველოში არსებული მომსახურების დონე  მარტივად გაუწევს კონკურენციას ბიზნესსერვისების მიმწოდებლებს დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან.

„საქართველოში შესაძლებელია ბიზნესი სულ რაღაც ერთ დღეში დაარეგისტრიროთ, მთავრობა კი მაქსიმალურად ამარტივებს საერთაშორისო კომპანიებისთვის ქვეყანაში შემოსვლისა და ბიზნესის დაწყების პროცედურებს, რათა უცხოელმა ინვესტორებმა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი.  საქართველო არაჩვეულებრივად კომფორტული ადგილია ბიზნესისთვის. როდესაც უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, ბიზნესის ოპერირებისთვის არა მხოლოდ ხელსაყრელი გარემო, არამედ შესაბამისი კულტურაც გჭირდება. საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, უამრავი მაღალი კლასის სასტუმრო, შესანიშნავი მომსახურება და ადამიანებზე ორიენტირებული ფანტასტიური სერვისებია", - აღნიშნა მაიკლ ჟდანოვსკიმ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics