23:44 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-31 12:22:33, 1183 ნახვა

საზოგადოება
ალასანია - სააკაშვილმა ღამე გონება დაკარგა - საშინელი სისუსტე, ფერი და მაღალი სიცხე აქვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა წუხელ გონება დაკარგა.

როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მას სისუსტე და მაღალი ტემპერატურა აქვს.

"მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა ღამე, 03:00-04:00 საათებს შორის შუალედში. ეს აბაზანაში მოხდა მოძრაობის დროს. როცა მე მოვედი, ექიმები უკვე შესულები იყვნენ და გასინჯეს. თვითონ როგორც მითხრა, რაღაც დაზიანებები მივიღეო... როგორც ყოველთვის, აქვს საშინელი სისუსტე, საშინელი ფერი და სიცხე ძალიან მაღალი - 39-მდე ჰქონდა იმ ფონზე, რომ უკვე კოვიდუარყოფითია", - განაცხადა მესამე პრეზიდენტის დედამ.

შეკითხვაზე, როგორი პოზიცია აქვს ექსპრეზიდენტს პარენტერალურ კვებასთან დაკავშირებით, გიული ალასანიამ თქვა, რომ სააკაშვილი კვების ამ მეთოდის გამოყენების კატეგორიული წინააღმდეგია.

"მისი პოზიციაა, რომ ის ჯერჯერობით კატეგორიულ უარს აცხადებს. მე მაინც იმედი მაქვს, რომ იქნებ, ცოტა დაფიქრდეს. რატომაც არ თანხმდება, ბევრი მიზეზი აქვს - მართალი გითხრათ, ბოლომდე ვერც მე გავიგე რაშია საქმე, მაგრამ ბევრ მიზეზს ასახელებს", - უთხრა ჟურნალისტებს ალასანიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის ყოფილ პრესმდივანს ღალატში ბრალი წაუყენეს
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
კობახიძე აგენტების კანონზე - - როდესაც ვენეციის კომისია ან ევროკომისია აცხადებს, რომ ეს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებელია - ეს სრული სიცრუეა
კობახიძე - 2022 წლის მარტში საქართველომ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი წარადგინა, თუმცა საქართველოს განაცხადი არ დაკმაყოფილდა, ეს იყო დიდი შეცდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics