2023-01-30 12:58:36, 1289 ნახვა
საზოგადოება
გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული არქიმანდრიტი, იოსებ ბურჯაძე გარდაიცვალა
გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული არქიმანდრიტი, იოსებ ბურჯაძე გარდაიცვალა. აღნიშნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს.
სასულიერო პირმა დამწვრობა ორი კვირის წინ კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიიღო.
"დღეს, 30 იანვარს გარდაიცვალა გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე. უფალმა მართალთა თანა დააწესოს სული მისი",- აღნიშნულა ეპარქიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გელათის მამათა მონასტერში ხანძარი 16 იანვარს გაჩნდა.
სასულიერო პირი შენობაში შევიდა, რა დროსაც ცეცხლი მის შესამოსელს წაეკიდა და სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,