07:49 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-29 18:17:23, 1104 ნახვა

საზოგადოება
ვოლსკი - გიული ალასანიას წამოცდენები მიუთითებს, რომ თაღლითები არიან და ზუსტად იციან რეალური სიტუაცია

არსებობს გარკვეული დიეტა, მკურნალობის კურსი, რომელსაც არ იცავენ იმ მიზეზით, რომ როგორმე სააკაშვილის დაზიანება იყოს თვალხილული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გიორგი ვოლსკმა განაცხადა. 

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებები ხაზს უსვამს, რომ "თავად არიან თაღლითები და ზუსტად იციან რეალური სიტუაცია".

"არსებობს გარკვეული დიეტა, მკურნალობის კურსი, რომელსაც არ იცავენ იმ მიზეზით, რომ როგორმე სააკაშვილის დაზიანება იყოს თვალხილული, საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნონ იმაში, რომ სააკაშვილი ისეთ პირობებშია, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტს. ამ პროცესში წამოცდენები, რომელიც თუნდაც გიული ალასანიას ჰქონდა, მიუთითებს იმაზე, რომ თავად არიან თაღლითები და ზუსტად იციან რეალური სიტუაცია", - განაცხადა ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ დღეს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, აქვს ძლიერი ხველება და მაღალი ტემპერატურა. 

24 იანვარს საქართველოს მესამე პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმეა და საჭიროებს რეანიმაციაში გადაყვანა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics