2023-01-28 17:04:26, 1265 ნახვა
საზოგადოება
ქარელი-რუისის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე ქარელი-რუისის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.
უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,